არჩევნები თურქეთში

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი იმარჯვებს

Reuters

თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ერდოღანი და მისი პარტია იმარჯვებს. ხმათა 62%-ის დათვლის შედეგებით, ერდოღანი პირველივე ტურში გახდება პრეზიდენტი - მას ამომრჩეველთა 56% უჭერს მხარს, მის მთავარ კონკურენტს, მუჰარემ ინჯეას კი 26%.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა აპრილში ერდოღანმა თარიღი გადმოწია.

გასული წლის რეფერენდუმის შემდეგ, რომლის შედეგად ქვეყანა საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდა, ახლად არჩეულ პრეზიდენტს ბევრად დიდი ძალაუფლება ექნება.

 

კომენტარები