ძალადობა

ძიძას, რომელიც ბავშვებს სცემდა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

newstory.ge

მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ძიძას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

47 წლის ძიძა 22 ივნისს დააკავეს. ის 6 თვის ტყუპ და-ძმას უვლიდა. მშობლების მიერ დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერიდან გაირკვა, რომ ბრალდებული ბავშვებს სცემდა და ცუდად ეპყრობოდა.

გამოძიება არასრულწლოვანზე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ძიძას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები