საქართველოს საპატრიარქო

სინოდი: უნდა გაძლიერდეს აბორტის, როგორც უმძიმესი ცოდვის საწინააღმდეგო პროპაგანდა

წმინდა სინოდი
wikipedia.org

21 ივნისის სხდომაზე საქართველოს პატრიარქმა და წმიდა სინოდის კრებამ დემოგრაფიულ მდგომარეობაზე იმსჯელა.

კრება მიიჩნევს, რომ საქართველო დემოგრაფიული თვალსაზრისით მძიმე გამოწვევების წინაშე დგას და ქვეყანამ მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგას მდგომარეობის გამოსასწორებლად.

"ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობად მიგვაჩნია სახელმწიფოს მხრიდან ისეთი პროგრამების დროულად განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს მრავალშვილიანობის წახალისებასა და მხარდაჭერას.

უნდა გაძლიერდეს აბორტის, შვილთა კვლის, როგორც უმძიმესი ცოდვის საწინააღმდეგო პროპაგანდა, მათ შორის შერჩევითი აბორტისა. გატარდეს განსაკუთრებული რეგულაციები ორსულ ქალთა როგორც სოციალური მხარდაჭერის, ასევე ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის.

გამორჩეული ყურადღება დაეთმოს ხუთ წლამდე ბავშვთა სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებას" - ნათქვამია სინოდის კრების ოქმში.

კომენტარები