წმიდა სინოდის სხდომა

მეუფე პეტრე მოსაყდრის დანიშვნაზე: ველოდები განმარტებას პატრიარქისგან

exclusivenews.ge

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა აცხადებს, რომ სიცოცხლეშივე მოსაყდრის დანიშვნის შესახებ პატრიარქისგან განმარტებას წმიდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე ელოდება.

ტაბულას კითხვას, მიგაჩნია თუ არა მოსაყდრის დადგინება პატრიარქის სიცოცხლეშივე, ლეგიტიმურად, მიტროპოლიტმა უპასუხა:

"მე ველოდები, რომ უწმინდესი მოგვცემს განმარტებას".

სინოდის სხდომა საპატრიარქოში რამდენიმე წუთში დაიწყება. სასულიერო პირების ნაწილი სხდომაზე უკვე მივიდა. ისინი მედიასთან არ ამბობენ, კონკრეტულად რა საკითხების განხილვა იგეგმება დღეს.

შეგახსენებთ, რომ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელიც ილია მეორეს ქორესპისკოპოსია, კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრედ 2017 წლის ნოემბერში დაასახელა. მოსაყდრედ დადგინების შესახებ ბრძანება ილია მეორემ საკუთარი ხელით დაწერა. დოკუმენტი საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

კომენტარები