სამთავრობო ცვლილებები

წულუკიანი: თუ მინისტრი არ ვიქნები, ოპონენტებს ჩემი უფრო შეეშინდებათ

მე მქონდა კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, ვიქნები თუ არა ახალ შემადგენლობაში, მაგრამ ჩემთვის არის აბსოლუტურად სულერთი, ვიქნები თუ არა. თუ არ ვიქნები, მე ვიქნები არა შიგნით, არამედ გარეთ. გარეთ ვიქნები ისევ ქართული ოცნების მთავარი მოთამაშე, გაცილებით უფრო ძლიერი, გაცილებით უფრო თავისუფალი, უფრო შეეშინდებათ ჩემს ოპონენტებს, როცა ვიქნები გარეთ, რადგან სტატუსი არ მექნება და ვიქნები კიდევ უფრო შემტევი, რადგან ამ ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ოპოზიცია სჭირდება. 

თქვა თეა წულუკიანმა გუშინ პარლამენტში ჟურნალისტების კითხვების პასუხად, დარჩება თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში.

კომენტარები