მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: ჩემი ფული არასდროს არ შემიწირავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის

რაც შეეხება ჩემს მიერ გადარიცხულ თანხას, თუ გაინტერესებთ ის თუ რამდენად მე გადავრიცხე ჩემი თანხა ენმ-ის მხარდასაჭერად არა - მე ჩემი თანხა არასდროს არ გადამირიცხავს. თქვენ 2012 წელს იურიდიულ პირებს პოლიტიკური შემოწირულობის განხორციელება აუკრძალეთ. ეს გააკეთეთ იმიტომ რომ კომპანიებს არ დაეფინანსებინათ ოცნების საარჩევნო კამპანია. აქედან გამომდინარე ჩემი პირადი ანგარიში იქნა გამოყენებული ტექნიკურად. მე 2011 წლიდავ ვიყავი და ვარ ოცნების მხარდამჭერი. 2012 წელს დაკავებული ვიყავი ორგანიზაციული საქმიანობით და 2012 წლის 1 ოქტომბერს მე მთელ მოსახლეობასთან ერთად ვიზეიმე თქვენი ხელისუფლებიდან გასტუმრება

თინა ბოკუჩავას კითხვას უპასუხა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მამუკა ბახტაძემ 2012 წლის აგვისტოში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 20,000 ლარი გადაურიცხა.

კომენტარები