პოლიცია

გახარია: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში პოლიციელებისთვის ბინებს ავაშენებთ

წელს, სოციალური კომპონენტის გასაძლიერებლად შსს-ში დავიწყებთ ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას, რომელიც მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ზუგდიდს და რუსთავს. ეს იქნება ის კომპონენტი, რომელიც სოციალურ გარანტიებს გაზრდის თითოეული პოლიციელისთვის და მისცემს მათ საშუალებას, თავიანთი ცხოვრების გრძელვადიანი დაგეგმარებისთვის.

ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსი სოციალური გარანტიები იქნება კიდევ უფრო გამაძლიერებელი კომპონენტი იმისთვის, რომ ჩვენ საუკეთესო ახალგაზრდები მოვიძიოთ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შს მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია საპროცედურო საკითხთა და წესების, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

კომენტარები