პოლიცია

პოლიციელი, რომელიც ლისის ტბასთან 12 წლის ბავშვს დაეჯახა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციელი, რომელიც ლისის ტბასთან 12 წლის ბავშვს დაეჯახა, დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას პროკურატურაში დაუდასტურეს. 

შემთხვევა გუშინ, 30 აგვისტოს მოხდა. საპატრულო პოლიციის მანქანა 12 წლის ბავშვს დაეჯახა. ის კლინიკაში გარდაიცვალა. 

"გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა." – წერია პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები