ძალადობა

ოზურგეთის საკრებულოს ენმ-ის დეპუტატის ცემისთვის ბრალი ოცნების დეპუტატს წარუდგინეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

ოზურგეთის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ბრალი ქართული ოცნების დეპუტატს ტარიელ აროშიძეს წარედგინა. შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ოზურგეთის საკრებულოს შენობაში დეპუტატ ბესო ქათამაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. ექიმების განმარტებით, დაშავებული დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი მკურნალობას საავადმყოფოში გადის.

დღეს ოზურგეთის საკრებულოს ენმ-ის დეპუტატ ბესო ქათამაძეს თავის არეში დაზიანება მიაყენეს. დაზარალებული ამბობს, რომ ფრაქციის წევრებმა მას ანგარიში facebook-ში აქტიურობისა და კრიტიკული პოსტების გამოქვეყნების გამო გაუსწორეს და თავში მეტალის საგანი ჩაარტყეს. 

კომენტარები