ძალადობა

ოზურგეთის საკრებულოს ქართული ოცნების წევრებმა ენმ-ის წევრს სცემეს

facebook.com/beso.qatamadze

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ოზურგეთის საკრებულოს ქართული ოცნების წევრებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს ბესო ქათამაძეს სცემეს.

ქათამაძის თქმით, ის ქართული ოცნების წევრებმა ოფისში დაიბარეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქათამაძემ ცემის მიზეზად facebook-ზე აქტიურობა დაასახელა.

"რაღაც საქმე ჰქონდათ, დამიბარეს და დამესხნენ თავს. ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე, ფრაქციის წევრები, ჩამარტყეს თავში რაღაცა. 4-5 პირი იყო, თავი მაქვს გატეხილი, გავითიშე ზუსტად არ მახსოვს. მიზეზი facebook აქტიურობისა და ჩემი აქტიურობის გამო"- განაცხადა ქათამაძემ.

დაზარალებული ოზურგეთის სააავადმყოფოში გდაიყვანეს. მას თავზე რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა და ნაკერები დაადეს .

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები