სოფო კილაძე

კილაძე: ივანიშვილს ქართული ოცნების თითოეული წევრი ისურვებდა პრემიერმინისტრად

ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ქართული ოცნების დამფუძნებელი, არის ადამიანი, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის ამ ქვეყანაში იმ რეჟიმის დამარცხებისა და ადამიანის უფლებების გაძლიერებისა და წინსვლისათვის. ეს ადამიანი არის ის, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნების თითოეული წევრი და მთელი საზოგადოების დიდი ნაწილი ისურვებდა პრემიერმინისტრად, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ მან თვითონ თქვა ნებაყოფლობით უარი პრემიერმინისტრობაზე, დაგვთანხმდა ერთადერთზე პარტიის თავმჯდომარეობას. თუ ის შეცვლის გადაწყვეტილებას მე ბუნებრივია მაქსიმალურად დავუჭერ მხარს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ბიძინა ივანიშვილის შესაძლო გაპრემიერებაზე. შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა გუშინ 13 ივნისს დატოვა.

კომენტარები