სამთავრობო ცვლილებები

მარგველაშვილი: ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერი

ისევე როგორც წინა პრემიერმინისტრის, ბატონი ღარიბაშვილის წასვლის დროს, ჩვენ მოვისმინეთ, რომ წარმატებული პრემიერმინისტრია. რატომ მიდიან თანამდებობიდან წარმატებული პრემიერმინისტრები, რა არის ამის უკან მდგარი არგუმენტი და რა პრინციპით და რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ახალი პრემიერმინისტრები. მიმაჩნია, რომ ეს რაღაცნაირი მასკარადის პერიოდი უნდა დამთავრდეს, როდესაც უცებ ირჩევიან პრემიერმინისტრები.

რა პრინციპით ირჩევიან ისინი საზოგადოებისთვის და მათ შორის, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, ეს უნდა დამთავრდეს და თუ ევროპულ არჩევანზე და ევროპული სახელმწიფოს ფორმირებაზე ვსაუბრობთ, იქ პრემიერმინისტრები მმართველი პარტიის ლიდერები არიან და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი უნდა გახდეს პრემიერმინისტრი, თუ ჩვენ ვსაუბრობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც საზოგადოებისათვის გასაგებია.

თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი პრემიერმინისტრის დანიშვნაზე და ისეთი პრემიერმინისტრის არჩევაზე, რომლის მიმართაც არ გაჩნდება კითხვები: რატომ წავიდა თანამდებობიდან და რომელიც პასუხისმგებელია თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და რომელსაც ძალაუფლება და შესაძლებლობა გააჩნია ამ გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარების.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე “საქართველოს ევროპულ გზა” სიტყვით გამოსვლისას, სამთავრობო ცვლილებების შესახებ საუბრისას.

კომენტარები