ტენდერები

მთავარი პროკურატურა 300,000 ლარად 5 ავტომობილს ყიდულობს

toyota

საქართველოს მთავარი პროკურატურა ავტოპარკს 5 ახალი ავტომობილით განაახლებს, უწყებამ გამოაცხადა ტენდერი 5 ავტომობილის შესაძენად. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 300,000 ლარია.

ავტომობილის შესასყიდი ფერის კატეგორიაში მთავარმა პროკურატურამ ყავისფერი/რუხი მიუთითა. მთავრობამ რამდენიმე თვის წინ საჯარო უწყებებს შავი ავტომობილების შესყიდვა აუკრძალა.

ტენდერის მიხედვით, თავად ავტომობილების ღირებულება 193 ათასი ლარი იქნება, ხოლო მომდევნო 5 წლის განმავლობაში ავტომობილების სერვისის ღირებულება 107 ათასი ლარი იქნება.

კომენტარები