ბოტები კანცელარიასთან

FACEBOOK ბოტების გასაპროტესტებლად მოქალაქეებმა კანცელარიასთან ბოტები მიიტანეს

მიშა მშვილდაძე

Facebook ბოტების გასაპროტესტებლად, მოქალაქეებმა მთავრობის კანცელარიასთან ნამდვილი ბოტები მიიტანეს.

პროსტესტის მსგავსი ფორმა მოქალქეებმა გუშინ გადაწყვიტეს. მას შემდეგ რაც, საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ქვეშ, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები Haha რეაქციებით დასცინოდნენ, დიდი რაოდენობით ბოტი გამოჩნდა, რომელიც პრემიერმინისტრის განცხადებას იწონებდა.


ფოტო: თამარა ქოჩლაძე

კომენტარები