იტალია

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი: იტალია ევროპის მიგრანტთა თავშესაფარი აღარ იქნება

მატეო სალვინი
AFP

იტალიის შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, პარტია "ჩრდილოეთის ლიგის" ლიდერმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ იტალია ევროპის "მიგრანტთა თავშესაფარი" აღარ იქნება.

"ნათელია, რომ იტალია მიატოვეს. ახლა ფაქტები უნდა დავინახოთ." "ან ევროპა დაგვეხმარება გავაძლიეროთ უსაფრთხოება, ან ამას სხვა მეთოდებით მივაღწევთ." თქვა სალვინიმ.

სალვინი სიცილიას ეწვია, სადაც ჩრდილოეთ აფრიკიდან 2014 წლის შემდეგ 600,000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.

"წვეულება დამთავრდა" განაცხადა სალვინიმ.

"ჩრდილოეთის ლიგა" წინასაარჩევნო კაპმანიისას აცხადებნდა, რომ იტალიაში მყოფი მიგრანტების უმეტესობას ლეგალური სტატუსის მიღების უფლება არ აქვთ, იტალია მათ ვერ ეხმარება და ეს იტალიის ეკონომიკურ მდგომარეობას აუარესებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში ახალი მთავრობა მუშაობას გასულ კვირას შეუდგა.

პრემიერმინისტრის პოსტზე ჯუზეპე კონტე დაამტკიცეს.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში შედიან როგორც "ჩრდილოეთის ლიგის", ასევე "5 ვარსკვლავის მოძრაობის" წარმომადგენლები.

კომენტარები