საპროტესტო აქცია პარლამენტთან

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა

ტაბულა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა.

აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე მივიდა. მან აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირზე დროებით მივიდა და აქციას ნახევარ საათში დატოვებს, რადგან მისი მეუღლე შეუძლოდ არის. სარალიძემ განაცხადა, რომ ხვალ 14:00 საათზე საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება.

ამის შემდეგ "პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადეს, რომ ხვალ 14:00 საათზე ზაზა სარალიძესთან ერთად საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მივლენ და იმედი გამოთქვეს, რომ პრემიერმინისტრი მათ შეხვდებათ.

გიორგი ვაშაძემ ასევე თქვა, რომ თუ პრემიერმინისტრთან მოლაპარაკება არ შედგება, რუსთაველის გამზირზე აქციებს კვირას, 10 ივნისს გააგრძელებენ. მისივე თქმით მანამდე რუსთაველის გამზირზე ყოველ საღამოს გაიმართება სოლიდარობის ღონისძიებები.

კომენტარები