სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

მთავარი პროკურორობის კანდიდატებს კონსულტაციების საფუძველზე წულუკიანი შეარჩევს

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მთავარი პროკურორობის კანდიდატებს კონსულტაციების საფუძველზე იუსტიციის მინისტრი შეარჩევს, შემდეგ ამას მთავრობა დაამტკიცებს და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავს პარლამენტი.

"იუსტიციის მინისტრი კონსულტაციების საფუძველზე შეარჩევს კანდიდატურებს. ამის შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს უკვე საპროკურორო საბჭო და მხოლოდ ამის შემდეგ მთავრობა ამტკიცებს კანდიდატურას და ეს დამტკიცებული კანდიდატურა შემოდის საქართველოს პარლამენტში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტში შემოვა კანდიდატურა, ჩვენ შეგვეძლება პოლიტსაბჭოს ფორმატში ვიმსჯელოთ ამ კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ.

საქართველოს პრემიერმინისტრი კი ამბობს, რომ პოლიტსაბჭოზე კონკრეტული კანდიდატების შესახებ არ უმსჯელიათ. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლების მიზანია, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურას საზოგადოებისგან მაქსიმალური ლეგიტიმაცია ჰქონდეს.

"ხვალიდან იუსტიციის სამინისტრო დაიწყებს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით მომავალი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობას. ასევე, როგორც შევპირდით საზოგადოებას, იქნება მაქსიმალურად ფართო ეს კონსულტაციები. ჩვენი მიზანია, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურა, რომელიც იქნება შერჩეული, იყოს მაქსიმალური ლეგიტიმაციით საზოგადოების მხრიდან. პრინციპებზე შევჯერდით მხოლოდ, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად კანდიდატურებს, ამაზე პოლიტსაბჭოზე ჯერ არ ყოფილა მსჯელობა. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იმსჯელებს პოლიტსაბჭო, როდესაც მთავრობის დამტკიცების შემდეგ პარლამენტის გაეგზავნება კონკრეტული კანდიდატურა", - აცხადებს პრემიერმინისტრი.

მთავარი პროკურორის პოსტი ვაკანტური 31 მაისიდანაა - მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამისა და მისი მხარდამჭერების მოთხოვნის შედეგად, ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.

რაც შეეხება კანდადიტებს, ამ დრომდე ოფიციალურად მხოლოდ "თავისუფალი დემოკრატების" წევრის, იურისტიდა და ყოფიილი პარლამენტარის, შალვა შავგულიძის კანდიდატურა დასახელდა - მას მხარს "ევროპული საქართველო" უჭერს და სხვა პარტიებსა და პრეზიდენტს კონსულტაციებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები