სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

სარალიძე აქციას წყვეტს: მივიღე პირობა, რომ ამ კვირაში რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამენ

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ზაზა სარალიძესა და უწყების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. 

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის თქმით, შეთანხმდნენ, რომ კვირის ბოლომდე რადიკალურ ნაბიჯები იქნება გადადგმული. შესაბამისად, ზაზა სარალიძე აქციას წყვეტს და დღეს შსს-ს შენობასთან ღამეს აღარ გაათევს.

ის შეხვედრაზე ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ არ სურს გამოძიებას ხელი შეუშალოს, ამიტომ ამ ეტაპზე შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს.

მისი ინფორმაციით, შეხვედრას შსს-ს, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლების ესწრებოდნენ. ზაზა სარალიძესთან შეხვედრაზე არ იმყოფებოდა მინისტრი, გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე წუხელ, მთელი ღამე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იყო. მიხეილ კალანდიას დაკავების მოთხოვნით, ის შსს-სთან გუშინ მივიდა და თქვა, "იქამდე ვიჯდები, სანამ რადიკალურ ზომებს არ მიიღებენ... კრიმპოლის დირექტორს შევხვდი, რომელიც ისევ მიმტკიცებს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ვერ დავიჭერთ კალანდიასო."

კომენტარები