კრიმინალი

შსს: მესტიაში მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა, ბრალდებული დაკავებულია

flickr

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე 1995 წელს დაბადებული კ.ჩ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 2 ივნისს, მესტიის რაიონის სოფელ ლატალში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1989 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს, ხოლო 1987 წელს დაბადებული კ.თ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კ.თ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებენ უწყებაში.

შსს-ს ინფორმაციითვე, სამართალდამცველებმა ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.ჩ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები