ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე: პატრიარქმა დაგვლოცა და გვირჩია, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს

რუსთავი 2

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.

"ვიყავი ლოცვა-კურთხევის მისაღებად შესული ოჯახით, ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად. დაგვლოცა და გვირჩია, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს. აბსოლუტურად ყველაფერი მოვუყევი რასაც ნებისმიერ ადამიანს ვუყვები...აქამდეც ძალიან დიდი სურვილი გვქონდა პატრიარქთან შეხვედრის მე და ჩემს მეუღლეს და რადგან ეს შანსი მომეცა, რა თქმა უნდა, არ გავუშვებდი ხელიდან არაფრის დიდებით." თქვა მან.

ზაზა სარალიძის თქმით პატრიარქთან გამოძიების შესახებ კონკრეტულ დეტალებზე და აქციასთან დაკავშირებულ საკითხებზე არ უსაუბრია.

კომენტარები