მშენებლობები

ყიფიანის ქუჩაზე, სასტუმროს მშენებლობის ადგილას, კლდე ჩამოიშალა (video)

ყიფიანის ქუჩაზე, სასტუმროს მშენებლობის ადგილას, კლდე ჩამოიშალა. ვიდეო Facebook-ის მომხმარებელმა თეო თაგნიძემ გაავრცელა.

მომხდარს თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. 

"მოხდა კლდის ჩამოშლა იქ, სადაც სასტუმრო შენდებოდა. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს ილია ელოშვილს, ზედამხედველობის სამსახურს, რომ დღესვე დაიბაროთ კომპანია, ვინც აწარმოებდა სამუშაოებს, ამოწიეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი მერიაში - რა კვლევებს ეფუძნებოდა და როგორ წარიმართა სამუშაოები. და დღეს გვქონდეს სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით" - თქვა კალაძემ. 

კომენტარები