IRI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 50% საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს მტკიცედ უჭერს.
კვლევა დღეს გამოქვეყნდა.
მოსახლეობის 27% ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მხარს ნაწილობრივ უჭერს, 8% კი - ნაწილობრივ არ უჭერს.
ნატოში საქართველოს შესვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება გამოკითხულთა 9%, 6%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
თუმცა, კითხვაზე, მათი აზრით, როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი, 57%-ის პასუხია - "არ ვიცი/პასუხი არ მაქვს".
18% მიიჩნევს, რომ ეს 2021 წლის შემდეგ მოხდება. მოსახლეობის 2%-ის აზრით, საქართველო ალიანსში 2019 წელს გაწევრიანდება, 4%-ის აზრით, 2020-ში, 3% კი თვლის, რომ 2021 წელს.
მოსახლეობის 16% მიიჩნევს, რომ საქართველო ნატოს წევრი არასდროს გახდება.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით, კვლევა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ ჩაატარა. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონდე საქართველოს 1500 მოქალაქე.
რესპოდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5%.