IRI-ის კვლევა

IRI: მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა პროდასავლურ საგარეო პოლიტიკას უჭერს მხარს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აგრძელებს მკვეთრად პროდასავლური საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას.

გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს მხოლოდ პრო-დასავლური და ევროკავშირისკენ მიმართული, 50%-ის აზრით კი პროდასავლური, მაგრამ ამასთანავე რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული.

IRI-ის კვლევის მიხედვით, რუსეთთან დიალოგის მხარდაჭერის მაჩვენებელი კვლავაც მაღალია - 76%, თუმცა იგი 2017 წლის აპრილის შემდეგ 6%-ით, 2013 წლის თებერვალთან შედარებით 19%-ით შემცირდა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით, კვლევა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ ჩაატარა. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონდე საქართველოს 1500 მოქალაქე. რესპოდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5%.

კომენტარები