IRI-ს კვლევა

გასული წლის განმავლობაში მოსახლეობის 63%-ის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) დღეს საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 63% ამბობს, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა გასული 12 თვის განმავლობაში გაუარესდა. მათგან 28% ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად გაუუარესდათ, 35% კი ამბობს რომ მათი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. მოსახლეობის 27%-ისთვის ვიტარება უცვლელია, ხოლო 8%-ისთვის კი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

გასული წლების განმავლობაში მოსახლეობის წილი ვინც მიიჩნევდა, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა მაქსიმალური 2017 წელს იყო. მაშინ მოსახლეობის 70% ამბობდა, რომ გასული წლის განმავლობაში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.

კვლევა ჩატარებულ იქნა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით.
მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოკითხულ
იქნა საარჩევნო უფლების მქონდე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპოდენტთა
გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

კომენტარები