აშშ-ჩრდილოეთ კორეა

დონალდ ტრამპი: აშშ-ის გუნდი ჩრდილოეთ კორეაშია და კიმ ჩენ ინთან სამიტს გეგმავს

Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ აშშ-ის წარმომადგენლები მოლაპარაკებების გასამართად ჩრდილოეთ კორეას ეწვივნენ. პრეზიდენტის თქმით ისინი ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებთან ერთად სამიტის ჩატარებას განიხილავენ.

"აშშ-ის გუნდი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა რათა ჩემსა და კიმ ჩენ ინს შორის სამიტის ჩატარება დაგეგმონ. მე მჯერა, რომ ჩრდილოეთ კორეას აქვს შესანიშნავი პოტენციალი და ერთ დღესაც ეკონომიკურად და ფინანსურად შესანიშნავი ქვეყანა იქნება. კიმ ჩენ ინი ამაში მეთანხმება. ეს მოხდება!" განაცხადა ტრამპმა.

The Washington Post-ის მიხედვით ჩრდილოეთ კორეაში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოები მრჩეველი ელისონ ჰუკერი, პენტაგონის წარმომადგენელი და ფილიპინებზე აშშ-ის ელჩი სუნ კიმი ჩავიდნენ. ისინი ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა 24 მაისს გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილი შეხვედრა აღარ შედგებოდა.

კომენტარები