აშშ-ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოეთ კორეა გააფართოებს ბირთვულ არსენალს, აშშ-მ ამას პატივი უნდა სცეს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, 30 ივნისი, 2019
REUTERS/Kevin Lamarque/File Photo

ჩრდილოეთი კორეის უზენაესმა ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა კორეის მუშათა პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა გააფართოებს თავის ბირთვულ არსენალს და ოპერაციულ შესაძლებლობებს და მოუწოდებს აშშ-ს, პატივი სცეს მისი ქვეყნის ბირთვულ სტატუსს.

კიმ ჩენ ინის თქმით, აშშ-ს და ჩრდილოეთ კორეას "შეუძლიათ ერთმანეთთან შეწყობა," მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ აღიარებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ შესაძლებლობებს არ დათმობს.

მან ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის და აშშ-ს ურთიერთობების მომავალი სრულიად დამოკიდებულია "აშშ-ს განწყობაზე."

 

კომენტარები