მეუფე იობი

მეუფე იობი: მე ვწყევლი და შევაჩვენებ გიორგი გაბუნიას

ეგრეთ წოდებულმა ჟურნალისტმა, ჟურნალისტი კი არა ეს არის ეშმაკის მსახური, გიორგი გაბუნიამ, რომელმაც შეუარცხყო ჯერ მაცხოვარი და დღეს კიდევ დედა ღვთისმშობელი. ის არის წყეული, ის არის შეჩვენებული. უკვე აშკარა არის, რომ აბუჩად იგდებენ ჩვენთვის ყველაზე სათაყვანებელ უფალს, იესო ქრისტეს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, ვისი წილხვედრიც არის საქართველო. ასეთი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ ამ ქვეყნად, მაგრამ ვხედავთ რომ დამცველებიც ყავთ და ვინც მას შეეწინააღმდეგა, მართმადიდებელი ახალგაზრდა ბიჭები ციხეში ჩაყარეს ისინი და დღეს მეორედ გაიმეორა კიდევ, უფრო უარესი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ დამამცირებელი სიტყვები თქვა. ჩვენ, რაღაც განელთბილდა ჩვენი სარწმუნოება, აღარ არის ისეთი მტკიცე, შეურყეველი. ახლა მე სასულიერო პირმა რა უნდა ვთქვა ისეთი, მაგრამ საპატიებელი არ არის ეგ ადამიანი, ეგ უნდა მოშორდეს ჟურნალისტიკას კი არა, მთლიანად საქართველოს და რაც ჩემი მხრიდან არის - მე მას ვწყევლი და შევაჩვენებ, ეგ აღარ მოინანიებს, ეგ არის პირდაპირ ეშმაკის მსახური. საერთოდ ეს ტელევიზია [რუსთავი 2] უნდა გაუქმდეს - ღვარძლი, შხამი იღვრება ამ ტელევიზიით, სრულიად საქართველოზე. ეს მოუთმენელია, თითოეული თქვენთაგანი თუ მოისმინეთ მის [გიორგი გაბუნიას] სიტყვებს, შეიძლება მართლა გამოხვიდეთ მდგომარეობიდან

ურბნელმა მიტროპილიტმა იობიმ ქადაგებისას რუსთავი 2-სა და გიორგი გაბუნიაზე ისაუბრა.

კომენტარები