სპეცოპერაცია კლუბებში

კალაძე: მივესალმები "ბასიანის" გახსნას, ჩვენ ხელს ვუწყობთ დასვენებას და ღამის ეკონომიკას

მივესალმები იმას, რომ კლუბი "ბასიანი" ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. საფრთხის წინაშე არასდროს მდგარა ის, რომ კლუბი დაიხურებოდა; ასეთი ტიპის განცხადებები ხელისუფლების მხრიდან არ გაკეთებულა. პირიქით, ჩვენ ხელს ვუწყობთ დასვენებას, ხელს ვუწყობთ იმას, რომ ღამის ეკონომიკა განვავითაროთ ქვეყანაში, ქალაქში, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას - რესტორნების, ბარების. შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება ხელშეწყობა. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რომ კლუბი გაიხსნა. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა და როგორც კი დასრულდა, მათ მიეცათ შესაძლებლობა, რომ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა.

ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის მერი კახა კალაძე ბასიანის გახსნაზე.

კომენტარები