რუსეთი-სირია

ბაშარ ალ-ასადი სოჭში ვლადიმირ პუტინს შეხვდა

ვლადიმირ პუტინი და ბაშარ ალ-ასადი
Reuters

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი სოჭში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ხვდება. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით ისინი სირიის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

ბაშარ ალ-ასადმა პუტინს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე მეოთხე ვადით არჩევა მიულოცა და სირიაში სამხედრო მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

"სტაბილურობა უმჯობესდება და ეს გზას ხსნის პოლიტიკური პროცესებისათვის, რომელიც დავიწყეთ." "მე ყოველთვის ვამბობდი და გავიმეორებ, რომ ყოველთვის გულითადად ვგულშემატკივრობდი პოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლის პარალელურად უნდა განხორციელდეს." "ჩვენ ვიცით, რომ ეს მარტივი არ იქნება, რადგან არიან ქვეყნები, რომელთაც არ სურთ, რომ სირიაში სტაბილურობა დაბრუნდეს. თუმცა, ჩვენ პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას სამშვიდობო პროცესებისაკენ." თქვა ასადმა.

"ტერორისტებმა იარაღი დაყარეს და დატოვეს საკვანძო ტერიტორიები სირიაში, რამაც ინფრასტრუქტურის აღდგენის შესაძლებლობა შექმნა." "რა თქმა უნდა, ამ სამხედრო წარმატების შემდეგ, დამატებითი პირობები შეიქმნა პოლიტიკური პროცესების განახლებისათვის." თქვა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება 2011 წელს დაიწყო. რუსეთი კონფლიქტში ასადის რეჟიმის მხადრასაჭერად სამხედრო ძალით 2015 წელს ჩაერთო. ასადი პუტინს სოჭში გასული წლის ნოემბერშიც ეწვია.

საერთაშორისო ორგანიზაციები ასადის რეჟიმის ძალებს და რუსეთს მშვიდობიან მოსახლეობაზე საჰაერო თავდასხმების განხორციელებაში ადანაშაულებენ.

კომენტარები