17 მაისი

ლევან სუთიძე: თქვენო უწმიდესობავ შეწყვიტეთ ზიზღის თესვა ღვთის სახელით!

ტაბულა

"თქვენო უწმიდესობავ თუ თქვენ გსურთ ისტორიას დაამახსოვრდეთ მამამთავრად, რომელიც გვიან, მაგრამ მაინც დადგა ისტორიის ნათელ მხარეს, გაიხმეთ ქალაქისა და ქვეყნის ქუჩებიდან თქვენ მიერ შექმნილი მონსტრები! თქვენო უწმიდესობავ შეწყვიტეთ ზიზღის თესვა ღვთის სახელით! თქვენო უწმიდესობავ დაანგრიეთ ეს კედელი", - აქციაზე არა ჰომოფობიას ამბობს გადაცემა "საუბარი რელიგიაზე" წამყვანი ლევან სუთიძე.

არა ჰომოფობიას, ტრანსფობიას, ფაშიზს დღეს მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ლგბტ ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა გუშინ საღამოს განაცხადეს, რომ დაგეგმილ აქციას აუქმედნენ. ამის მიზეზად აქტივისტები ასახელბდნენ გარემოებას, რომ სახელმწიფო მათ დაცვას სათანადოდ ვერ შეძლებდა. კანცელარიის წინ რამდენიმე ასეული ადამიანი დგას. გადაკეტილია მიმდებარე ქუჩები, სადაც პოლიციას სპეციალური გამშვები პუნქტები აქვს მოწყობილი.

აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ლევან სუთიძემ საქართველოს მთავრობასა და ილია მეორეს მიმართა:

"მსურს მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, ყველა გაკოტრებულ პოლიტიკურ ჯგუფს, რომლებიც დაუცველი ადამიანების ზიზღზე კაპიტალიზებენ - თქვენ უკვე წააგეთ ისტორიის წინაშე, თქვენი შვილები და შვილიშვილები დაწყევლიან თქვენს სახელებს!

ბატონო პრემიერმინისტრო, თქვენ სამარცხვინო ხართ! ბატონო ივანიშვილო, თქვენ სამარცხვინო ხართ! თქვენი წინამორბედებიც სამარცხვინოები იყვნენ! მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი მემკვიდრეები აღარ იყვნენ ასეთი სამარცხვინოები!

ხელისუფლებასთან ერთად, მსურს მივმართო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს თქვენო უწმიდესობავ აღსაყდრდით რა საპატრიარქო ტახტზე ორმოცი წლის წინ, თქვენ დაამშვენეთ საქართველოს ეკლესია დიდი ტაძრებით და გაავსეთ ისინი მრევლით, შესძინეთ მას ძალაუფლება და სიმდიდრე, მაგრამ მიმოიხედეთ, თქვენი ტაძრები ნელა, მაგრამ ცარიელდება! თქვენო უწმიდესობავ, თქვენი ეკლესიები მაღალია, თქვენი სახელი კი დიდი, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ისტორია თქვენზე დიდია!

თავისუფლება თქვენზე დიდია! სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი თქვენზე დიდია! თქვენო უწმიდესობავ თქვენი მაძღარი მღვდლები დიდხანს ვერ შეძლებენ მშიერი ხალხის მოტყუებას, რადგან თქვენ მხარეს არ არის სიმართლე!", - ამბობს სუთიძე.

პირდაპირი ეთერი აქციიდან

კომენტარები