დიმიტრი ლორთქიფანიძე

ლორთქიფანიძე: ბასიანს შევაცვლევინოთ სახელი და გალერი გაეთრიოს წმინდა ადგილიდან

მე გამოვდივარ კონკრეტული წინადადებით, დიდი გამარჯვებები რევოლუციებით კი არ უნდა დავიწყოთ და გადატრიალებებზე ოცნებითა და ფიქრით, არა! მორალური სიმაღლეების აღებით. რომ მოვდიოდით, ჩემმა მეგობარმა ლევან ჩაჩუამ ყველას დაგანახათ კაფე გალერი, კიდევ ერთი სოდომ-გომორას ადგილი. ადგილი, რომელიც დიდი უკრაინელი წმინდანის თეოდოსი ჩერნოგოველის ეკლესიაში არსებობს. ესეც არ არის შემთხვევითი შერჩევა და ამ სოდომ-გომორას დავუდოთ წერტილი ერთად. მოდით, სიტყვა ვთქვათ და შევასრულოთ, ბასიანს შევაცვლევინოთ სახელი და გალერი გაეთრიოს წმინდა ადგილიდან, ეკლესიიდან

ბლოკ დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ქსენოფობიური ულტრანაციონალისტური ჯგუფების აქციაზე კლუბ ბასიანის სახელის გადარქმევა მოითხოვა.

კომენტარები