დიმიტრი ლორთქიფანიძე

ლორთქიფანიძე: პრეზიდენტს, როგორც ქრისტიანს, არ ეგების ანთება მინორაზე სანთლისა

...ღიად და საჯაროდ დაწყებულ კამპანიას თუ დღესასწაულის ზეიმობის აქტს ქუჩაში, ებრაელთათვის ერთ-ერთ ყველაზე უფრო დიდ საერო დღესასწაულზე და ამავე დროს, ალბათ რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებითაც, რომელსაც ეწოდება ხანუქა. მთელი წლების და ათწლეულების განმავლობაში ეს ყველაფერი იმართებოდა მათ საკულტო ნაგებობაში, დღეს ეს გადმოტანილია ქუჩაში, ამას გაუჩნდა უკვე მოწინააღმდეგე. აი, 2013 წლის დეკემბერში, როდესაც თბილისის საკრებულოს შენობის წინ აღიმართა მინორა, რომელზეც სანთლის დანთების პატივად შეურაცხეს ბატონ პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს, ერგო მას წილად, აენთო ეს სანთლები, მორწმუნე საზოგადოებამ შეუძახა პრეზიდენტს, ამ შემთხვევაში როგორც ქრისტიანს, რომ მას არ ეგების ანთება მინორაზე სანთლისა, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სჯულს, ვინაიდან, ეს არის ძველი აღთქმის კონკრეტული მოქმედება, რომელიც ჯერ კიდევ მესიის მოლოდინთან არის კავშირში.

დიმიტრი ლორთქიფანიძე ქართული არხის ეთერში. სავარაუდოდ, ის "მინორა"-ში მენორას (შვიდკანდელა) გულისხმობს.

კომენტარები