ქართული მარში

ქსენოფობიური ულტრანაციონალისტური ჯგუფები რუსთაველის გამზირზე აქციას მართავენ

ტაბულა

ქსენოფობიური ულტრანაციონალისტური ჯგუფები რუსთაველის გამზირზე აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ამ ფორმით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ.

აქციას საპარლამენტო უმცირესობის, პატრიოტთა ალიანსის წევრი ემზარ კვიციანიც ესწრება და სიტყვით გამოვიდა.

ე.წ. ქართულმა მარშმა დღევნადელი აქცია გუშინ 13 მაისს დაანონსა. ბლოკ დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს წევრის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ქართული მარში რუსთაველის გამზირზე ამაღლების დღესასწაულს აღნიშავს.

შეგახსენებთ, რომ 12 მაისს, ღამე სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში "ბასიანი" და "გალერი" შეიჭრა. სპეცოპერაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის ათეულობით მონაწილე დააკავა.

12 მაისის ღამესვე დაიწყო აქციები, რომელთა მთავარი მოთხოვნა იყო პრემიერმინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ასევე, ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირის დასჯა და "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

გუშინ, 13 მაისს აქცია დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა - დაიგეგმა და ჩატარდა ულტრანაციონალისტური ჯგუფების რამდენიმე აგრესიული კონტრაქცია. ისინი პარლამენტის შენობასთან მისვლას ცდილობდნენ. საღამოს ტერიტორიაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა. აქციების მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ყოფდა.

უფრო ვრცლად იხილეთ აქ.

კომენტარები