მე მგონი ყველანი ვხვდებით, რომ საკმაოდ კრიზისული მდგომარეობაა, პრინციპში იქითა მხარის მხრიდან და პრინციპში პირდაპირ ითქვა, რომ საკმაოდ უჭირთ გამკლავება მათთან. მთავარი ამბავი არის ის, რომ ყველა ჩვენს მოთხოვნაზე ახლა მიდის ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. შესაძლოა, ჩვენ მივიღოთ მართლაც მნიშვნელოვანი შედეგები. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, რაღაც პერიოდის განმავლობაში იქნებ შევინარჩუნოთ სიმშვიდე შედარებით, რადგან სიმშვიდე არის ჩვენი ტონი. მივალ, დავბრუნდები და გეტყვით ყველაფერს.
tbl.ge/2x86
დაკოპირდა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის "ჩვენი თავისუფლებისთვის" ერთერთი ორგანიზატორი ბექა წიქარიშვილი აქციაზე შეკრებილებთან შს მინისტრთან შეხვედრიდან გამოვიდა და შემდეგ უკან დაბრუნდა. გიორგი გახარია აქციის ორგანიზატორებს ამ დრომდე პარლამენტის შენობაში ელაპარაკება.
ამავე თემაზე
- გახარია ბიუსტზე: დავიცავთ იმ ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებასაც, რომელიც დგას რუსთაველზე
- გახარია: ბასიანის სპეცოპერაციის მერე კლუბური ნარკოტიკებით გარდაცვალების ფაქტები შემცირდა
- დღის ფოტო: პარლამენტთან გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერისას ბოდიშს იხდის
- "დავიწყოთ ბოდიშით" - ბასიანის სპეცოპერაციიდან 1 წლის შემდეგ თბილისში ბანერები გამოჩნდა (ფოტო)
- შსს: რეალიზატორები ახალ მომხმარებლებს არანარკოტიკულ საშუალებებს ასაღებდნენ