ნარკოპოლიტიკა

ჯეოსელი რუსთაველის გამზირზე ინტერნეტის გამაძლიერებელ ანტენებს დაამონტაჟებს

ჯეოსელმა რუსთაველის გამზირზე ინტერნეტის სიგნალის გამაძლიერებელი ანტენები მიიტანა, ამის შესახებ ინფორმაციას, on.ge ავრცელებს. 

აქციის მონაწილეები მთელი დღის განმავლობაში უჩიოდნენ ინტერნეტის დაბალ სისწრაფეს, რის გამოც მათ კომუნიკაცია ურთულდებოდათ. მომხმარებელთა მაღალი კონცენტრაციის პირობებში 4G ინტერნეტის სისწრაფე მკვეთრად ეცემა. მსგავსი შენელება მასობრივი თავშეყრის ადგილებში შეიმჩნევა.

აქციის მონაწილეები კი კარვებს შლიან


ფოტო: ტაბულა


ფოტო: ტაბულა


ფოტო: ტაბულა

ამ დროისთვის 4 კარვის გასაშლელად მიმდინარეობს მზადება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ბექა წიქარიშვილის განცხადებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა უმაღლესი თანამდებობის პირებმა გიორგი კვირიკაშვილმა და გიორგი გახარიამ უნდა აიღონ. სანამ ეს არ მოხდება ისინი დაშლას არ გეგმავენ.

"მოგიწოდებთ გვერდით დგომისკენ. - ან ვიქნებით სისტემის მონები, ან დავრჩებით თავისუფალ მოქალაქეებად", - ამბობს წიქარიშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციაში ტაბულას განუცხადეს, რომ დღეს კვირიკაშვილის ბრიფინგი არ იგეგმება.

ამ დრომდე უმაღლესი თანამდებობის პირებიდან განცხადებები მხოლოდ დედაქალაქის მერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთეს. კობახიძის თქმით, მსგავსი რეიდები უცხოურ ღამის კლუბებშიც მომხდარა, ხოლო კალაძის თქმით კი მომხდარის ფორმა შეიძლება "პოლემიკის საგანი იყოს". კალაძემ ასევე თქვა, რომ აქციის ორგანიზატორთა ულტიმატუმი ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებას წარმოადგენდა.

აქციის მონაწილეებს ოთხი მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. 

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი წუხელ გვიანღამით შეიჭრა. სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის მონაწილეები დააკავა.

 

კომენტარები