ნარკოპოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლა იწყება

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები კარვების გაშლას უკვე იწყებენ. ამ დროისთვის 4 კარვის გასაშლელად მიმდინარეობს მზადება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ბექა წიქარიშვილის განცხადებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა უმაღლესი თანამდებობის პირებმა გიორგი კვირიკაშვილმა და გიორგი გახარიამ უნდა აიღონ. სანამ ეს არ მოხდება ისინი დაშლას არ გეგმავენ.

"მოგიწოდებთ გვერდით დგომისკენ. - ან ვიქნებით სისტემის მონები, ან დავრჩებით თავისუფალ მოქალაქეებად", - ამბობს წიქარიშვილი.

ბექა წიქარიშვილის მიმართვა

"პირველ რიგში თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ ჩვენი ადრესატი არ ყოფილა დედაქალაქის მერი კახა კალაძე. ჩვენ მისგან არაფერი არ გვაინტერესებს რეალურად. ის არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც გუშინ გაგვიკეთეს, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის უმაღლესი მთავრობა, უმაღლესი ეშელონის პირები, რომლებიც ამ ეტაპამდე დუმან და პასუხს არ გვცემენ. ისინი სამარცხვინოდ იქცევიან ისინი პასუხს მიიღებენ ჩვენგან. 

კალაძემ ისაუბრა ნარკოპოლიტიკაზე, ის რაც გუშინ მოხდა, და რაც ახლა ხდება ეს უკვე გასცა ნარკოპოლიტიკის საკითხს, ეს სისტემასა და ამიანს შორის დაპირისპირებაა. გუშინ სრულიად უმიზეზოდ გვდევნეს გვარბიეს, ეს უკვე ნიშნავს რომ ხელისუფლებას საკუთარი მოსახლეობა ფეხებზე ჰკიდია. ჩვენ გვჭირდება პასუხი იმაზე რა იყო ის უბედურება რაც გუშინ მათ ჩვენ თავს დაგვატეხეს. 

სამარცხვინო იყო კალაძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ არ ვიცით და ცხელ გულზე მოვიფიქრეთ მოთხოვნები. გიორგი კვირიკაშვილი ამ დრომდე დუმს. გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც გადება ჩვენზე თავდასხმა. გადადგეს პრემიერმინისტრი, რომელიც ვერ გრძნობს საკუთარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას", - ამბობს წიქარიშვილი.

კახა კალაძის განცხადებით, იმაზე რაც გუშინ მოხდა "პოლემიკაა შესაძლებელი" და რომ ის მომხდარზე "ამხანაგურ მატჩს არავის არ სთავაზობს". 

 

კომენტარები