ნარკოპოლიტიკა

ბექა წიქარიშვილი: კალაძე არ არის იმაზე პასუხისმგებელი რაც გუშინ მოხდა

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბექა წიქარიშვილი კახა კალაძის საგანგებო განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ კალაძე გუშინ მომხმარზე პასუხისმგებელი არაა. წიქარიშვილის თქმით, სპეცოპერაციაზე პასუხისმგებლობა უმაღლესი თანამდებობის პოლიტიკურმა პირებს ეკისრებათ. ისინი პრემიერმინისტრისა და შსს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

"პირველ რიგში თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ ჩვენი ადრესატი არ ყოფილა დედაქალაქის მერი კახა კალაძე. ჩვენ მისგან არაფერი არ გვაინტერესებს რეალურად. ის არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც გუშინ გაგვიკეთეს, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის უმაღლესი მთავრობა, უმაღლესი ეშელონის პირები, რომლებიც ამ ეტაპამდე დუმან და პასუხს არ გვცემენ. ისინი სამარცხვინოდ იქცევიან ისინი პასუხს მიიღებენ ჩვენგან. 

კალაძემ ისაუბრა ნარკოპოლიტიკაზე, ის რაც გუშინ მოხდა, და რაც ახლა ხდება ეს უკვე გასცა ნარკოპოლიტიკის საკითხს, ეს სისტემასა და ამიანს შორის დაპირისპირებაა. გუშინ სრულიად უმიზეზოდ გვდევნეს გვარბიეს, ეს უკვე ნიშნავს რომ ხელისუფლებას საკუთარი მოსახლეობა ფეხებზე ჰკიდია. ჩვენ გვჭირდება პასუხი იმაზე რა იყო ის უბედურება რაც გუშინ მათ ჩვენ თავს დაგვატეხეს. 

სამარცხვინო იყო კალაძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ არ ვიცით და ცხელ გულზე მოვიფიქრეთ მოთხოვნები. გიორგი კვირიკაშვილი ამ დრომდე დუმს. გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც გადება ჩვენზე თავდასხმა. გადადგეს პრემიერმინისტრი, რომელიც ვერ გრძნობს საკუთარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას", - ამბობს წიქარიშვილი.

ბექა წიქარიშვილის მიმართვა

კახა კალაძის განცხადებით, იმაზე რაც გუშინ მოხდა "პოლემიკაა შესაძლებელი" და რომ ის მომხდარზე "ამხანაგურ მატჩს არავის არ სთავაზობს". 

"მე არავის არ ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს. ჩემო დებო და ძმებო, მე გთავაზობთ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე, ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს და ნარკორეალიზატორებს. ეს ყველაფერი სერიოზულად ურტყამს თუნდაც კლუბურ მუსიკას, ურტყამს იმ კონკრეტულ ახალგაზრდებს, როდესაც ყოველდღიურად ჩვენ გვიკვდება შვილები, დები, ძმები, ჩვენი თანამოქალაქეები. აქ მე დარწმუნებული ვარ ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს პარლამენტის წინ გამოდიან და მართავენ აქციას დაგვიდგება თითოეული მათგანი გვერდში რომ ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს. 

ჩვენს უკან დგას კონკრეტული პოლიტიკური გუნდი, ჩვენ შეკრებილები ვართ პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, პარტიის ხელმძღვანელობით და მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხებზე. ჩვენ ვისმენთ ასევე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გარკვეულ შენიშვნებს. აქაც მინდა, რომ მივმართო ახალგაზრდებს, გუნდში დაწყებულია მუშაობა და ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არ არის არავისთვის მისაღები. ეს არის ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც ყველას გვიქმნის პრობლემას ამ ქვეყანაში. აქაც თუ მათ აქვთ ინტერესი რომ ნახონ თუ როგორი მოსაზრება გვაქვს ჩვენ ნარკოპოლიტიკაზე. ვთავაზობთ ამ ახალგაზრდებს შემობრძანდით ჩვენი კარი არის ღია

ახალგაზრდების ლიდერებმა თქვეს, რომ მათ ეს ემოციურ ფონზე თქვეს [ულტიმატუმი, პრემიერმინისტრისა და შსს მინისტრის გადადგომის მოთხოვნა] ეს იყო ემოციურ ფონზე. 

რაც შეეხება ფორმას, ეს პოლემიკის საგანია, თუ როგორი ფორმით უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი", - ამბობს კალაძე.

 

კომენტარები