აშშ-ჩრდილოეთ კორეა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩრდილოეთ კორეას ოფიციალური ვიზიტით მეორედ ეწვევა

მაიკ პომპეო და კიმ ჩენ ინი
The White House

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 9 მაისს ფხენიანს ეწვევა და კიმ ჩენ ინს შეხვდება. ისინი ივნისში დონადლ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრას განიხილავენ.

ამის შესახებ პომპეო საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

"ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მიწვევით ვბრუნდები ქვეყანაში. მოველი დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის წარმატებული სამიტის დაგეგმვას." დაწერა მან.

სამხრეთ კორეის მთავრობის წამომადგენლების თქმით მოელიან, რომ პომპეო ჩრდილოეთ კორეას სამ ამერიკელ ტყვესთან ერთად დატოვებს, რომლთა გათავისუფლებაზეც ჩრდილოეთ კორეა რამდენიმე თვის მანძილზე უარს ამბობდა.

ასევე მოსალოდნელია, რომ ცნობილი გახდება ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი.

"ადგილი არჩეულია, დრო და თარიღი, ყველაფერი არჩეულია და ჩვენ მოველით დიდ წარმატებას." თქვა დონალდ ტრამპმა გუშინ თეთრ სახლში საუბრისას.

პომპეო ჩრდილოეთ კორეას გასულ თვესაც ეწვია, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ვიზიტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გახდა ცნობილი. ვიზიტის დროს ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე დამტკიცებული არ იყო.

კომენტარები