საპრეზიდენტო არჩევნები 2018

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს

ბიძინა ივანიშვილი გახდება პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, ის იქნება უშუალოდ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის იქნება პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ის უხელმძღვანელებს პოლიტიკური საბჭოს სხდომებს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, თუმცა, ჩემთვის არის მისი პოზიცია ცნობილი და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში"

კომენტარები