ჩრდილოეთ კორეა

გავრცელებული ცნობით, კიმ ჩენ ინი ჩინეთს ეწვია და სი ძინპინს ხვდება

კიმ ჩენ ინი და სი ძინპინი
NewYorkTimes

Tha Washington Post-ის მიხედვით შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს ხვდებოდეს.

ვარაუდის საფუძველს ჩინეთის საპორტო ქალაქ დალიანში გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები და აეროპორტში დაფიქსირებული კიმ ჩენ ინის თვითმფრინავი ქმნის.

კიმ ჩენ ინი და სი ძინპინი ერთმანეთს მარტშიც შეხვდნენ. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დედაქალაქ პეკინს ეწვია, თუმცა ქვეყნებმა ვიზიტი ოფიციალურად მხოლოდ კიმ ჩენ ინის მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ დაადასტურეს.

გახშირებული დიპლომატიური ვიზიტების მიზეზად ივნისში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილი ვიზიტი სახელდება.

კომენტარები