სამხრეთ ჩინეთის ზღვა

ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე კუნძულებზე სარაკეტო სისტემები განათავსა

Reuters

ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე 3 კუნძულზე სარაკეტო სისტემები განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

ეს სპრატლის კუნძულებზე სარაკეტო სისტემების განთავსების პირველი შემთხვევაა. ჩინეთი ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ კუნძულებზე არსებული სამხედრო ნაგებობები თავდაცვისთვისაა განკუთვნილი, კუნძულები მათი საკუთრებაა და როგორც სურთ ისე მოიქცევიან.

სპრატლის კუნძულებზე პრეტენზიას ჩინეთის გარდა ვიეტნამი, ტაივანი, ფილიპინები და მალაიზიაც აცხადებენ.

კომენტარები