საქართველოს პარლამენტი

კობახიძე: რეგლამენტიდან ასეთი გადახვევა იქნებოდა დათვური სამსახური

მან ძალიან კარგად იცოდა და ზუსტად იცოდა, როგორი პროცედურაა დაკავშირებული მის მოხსენებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მისი ეს მოთხოვნა არის ბევრად გაუგებარი, ვიდრე იქნებოდა, ეს მოთხოვნა რომ საქმეში ჩაუხედავ ადამიანს დაეყენებინა.

პრეზიდენტი არის კონსტიტუტციის გარანტი, ის პირველი უნდა მოგვიწოდებდეს კანონის პატივისცემისა და დაცვისკენ, ეს კიდევ უფრო მძიმეს ქმნის იმ შთაბეჭდილებას, რომელიც შეიქმნა. სამწუხაროდ, ჩვენ გვთხოვენ კანონის გადაცდომას, გადახვევას და რეგლამენტის წინააღმდეგ მოქმედებას, რაც ჩემთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარისთვის, პრინციპულად მიუღებელია. 

...მე პირადად ვფიქრობ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, რომ ასეთი გადახვევა იქნებოდა დათვური სამსახური ინსტიტუტებისადმი, როგორც პრეზიდენტის და ისე პარლამენტის ინსტიტუტებისადმი. ეს არის ჩემი პოზიცია, ამის მიუხედავად, გთავაზობთ, კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი და გადავწყვიტოთ, რას ვანიჭებთ უპირატესობას.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მოხსენების შემდგომი დებატების ფორმატის ცვლილების შესახებ. ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, მას დეპუტატებთან დებატებში შესვლის საშუალება მიეცეს, რასაც რეგლამენტი არ ითვალისწინებს. პარლამენტმა ამ მოთხოვნას კენჭი უნდა უყაროს.

კომენტარები