საპროტესტო გამოსვლები სომხეთში

55-45 - სომხეთის პარლამენტმა პრემიერად ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

RFE/RL

სომხეთის პრემიერმინისტრობის ერთადერთი კანდიდატი, ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენელი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერმინისტრად არ აირჩიეს.

კენჭისყრა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა, სადაც 55 ხმით 45-ის წინააღმდეგ, სომხეთის პარლამენტმა ფაშინიანის კანდიდატურა ჩააგდო. 

სომხეთის საპროტესტო გამოსვლებს ლიდერი თავისი პოლიტიკური ალიანსის, იელკის მხრიდან პრემიერმინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად 30 აპრილს დასახელდა.

სომხეთის პრემიერმინისტრის ხელახლა კენჭისყრა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სერჟ სარგსიანი, საპროტესტო გამოსვლების შედეგად, თანამდებობიდან გადადგა. 

ფაშინიანმა 29 აპრილს, გამომსვლელებისადმი მიმართვისას იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის ზოგიერთი წევრი მაინც მისცემს ხმას ხალხის კანდიდატს. მისივე თქმით, ის მზად არის, გახდეს სომხეთის პრემიერმინისტრი. 

ფაშინიანმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას, შეწყვიტოს ელექტრობული წერილების გაგზავნა სომხეთის მმართველი პარტიის წევრებისთვის, თუმცა ასევე მოუწოდა, 30 აპრილის საღამოს რესპუბლიკის მოედანზე კვლავ შეიკრიბონ. 

რამდენიმე კვირის წინ პარლამენტმა ამ პოსტზე ყოფილი პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი ერთადერთ კანდიდატად დაასახელა და 2 მარტს მხარიც დაუჭირა.

სომეხი ხალხი ფიქრობდა, რომ თუ სარგსიანი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დარჩება, ძალაუფლებას სამუდამოდ შეინარჩუნებს, ვინაიდან 2015 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიკვეცა, პრემიერმინისტრის კი - გაიზარდა. საპროტესტო აქციებს სათავეში ფაშინიანი ჩაუდგა. 

კომენტარები