საპროტესტო გამოსვლები სომხეთში

კარდაშიანი სომხეთის მოვლენებზე: ეს ქვეყნისთვის ისტორიული თარიღია

CNN

რეალითი შოუს ვარსკვლავი, ეთნიკურად სომეხი კიმ კარდაშიანი სომხეთში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებს Twitter-ის პოსტის საშუალებით გამოეხმაურა. 

კარდაშიანი წერს, რომ ეს სომხეთისთვის ისტორიული თარიღია. 


"ძალიან შთამაგონებელია იმის ხილვა, თუ როგორ გაერთიანდა ყველა სომეხი, რათა მშვიდობიანი პროტესტით შეეცვალა რეალობა. ეს სომხეთისთვის ისტორიული დღეა. ეს ფოტო გამოვიყენე, რადგან ამ ქალმა გული ამიჩუყა და ის ამდენი ძლიერი სომეხი ადამიანის გულს წარმოადგენს,"- წერს კარდაშიანი. 

სომხეთში პრემიერმინისტრის, სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით აქციები 13 აპრილიდან იმართებოდა, მან თანამდებობა გუშინ დატოვა.

სარგსიანი პრეზიდენტის პოსტს 2008 წლიდან იკავებდა. 2 მარტს სომხეთის პარლამენტმა პრეზიდენტის პოსტზე მხარი სერჟ სარგსიანის კანდიდატურას დაუჭირა. 2014 წელს რეფერენდუმის შემდეგ ქვეყნის საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ, სარგსიანმა განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობაზე კენჭს არ იყრიდა. ოპოზიცია და მომიტინგეები მას ამ პირობის დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

კომენტარები