საპროტესტო გამოსვლები სომხეთში

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერობის ერთადერთი კანდიდატია

RFE/RL

სომხეთის საპროტესტო გამოსვლებს ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი თავისი პოლიტიკური ალიანსის, იელკის მხრიდან პრემიერმინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა.

ახლა ის სომხეთის პრემიერმინისტრობის ერთადერთი კანდიდატია. 

პარლამენტში პრემიერმინისტრის კანდიდატურას კენჭს სავარაუდოდ ხვალ, 1-ლ მაისს უყრიან. 

სომხეთის პრემიერმინისტრის ხელახლა კენჭისყრა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სერჟ სარგსიანი, საპროტესტო გამოსვლების შედეგად, თანამდებობიდან გადადგა. 

ფაშინიანმა 29 აპრილს, გამომსვლელებისადმი მიმართვისას იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის ზოგიერთი წევრი მაინც მისცემს ხმას ხალხის კანდიდატს. მისივე თქმით, ის მზად არის, გახდეს სომხეთის პრემიერმინისტრი

ფაშინიანმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას, შეწყვიტოს ელექტრობული წერილების გზავნა სომხეთის მმართველი პარტიის წევრებისთვის, თუმცა ასევე მოუწოდა, 30 აპრილის საღამოს რესპუბლიკის მოედანზე კვლავ შეიკრიბონ. 

რამდენიმე კვირის წინ პარლამენტმა ამ პოსტზე ყოფილი პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი ერთადერთ კანდიდატად დაასახელა და 2 მარტს მხარიც დაუჭირა.

სომეხი ხალხი ფიქრობდა, რომ თუ სარგსიანი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დარჩება, ძალაუფლებას სამუდამოდ შეინარჩუნებს, ვინაიდან 2015 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიკვეცა, პრემიერმინისტრის კი - გაიზარდა. საპროტესტო აქციებს სათავეში ფაშინიანი ჩაუდგა. 

კომენტარები