პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურად დაბრუნება

ჩუგოშვილი, მდინარაძე, თალაკვაძე - პოლიტსაბჭოს ახალი წევრები ცნობილია

41.ge

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა ცნობილია.

ის ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გააცნო. მისი თქმით, საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის წარდგენის შესახებ.

  1. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი;
  2. საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი;
  3. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე;
  4. ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი;
  5. ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი;
  6. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ნაკაშიძე;
  7. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე;
  8. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე;
  9. პარლამენტის წევრი, დიმიტრი სამხარაძე;
  10. პარლამენტის წევრი, ბიძინა გეგიძე;
  11. პარლამენტის წევრი, ირაკლი ტრიპოლსკი;
  12. მთავრობის წევრი, მაია ცქიტიშვილი;
  13. მთავრობის წევრი, სოზარ სუბარი;
  14. საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე, დავით საგანელიძე;
  15. თბილისის მერი, კახა კალაძე.

კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მსჯელობა იყო პარტიის ყრილობაზე განსახილველი საკითხების შესახებაც.

"უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის ყრილობა და დარწმუნებული ვართ, ყრილობის დელეგატები ერთხმად დაუჭერენ მხარს ამ მნიშვნელოვან ცვლილებებს", - თქვა მან.

ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში არ არიან - გედევან ფოფხაძე, თემურ ჭკუასელი, ირაკლი სესიაშვილი, სოფიო კილაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით კოღუაშვილი, ირინა ფრუიძე, აკაკი ზოიძე, ნოდარ ხადური, მანანა კობახიძე, დავით ბაქრაძე, რომან კაკულია, ზვიად გონაძე.

კომენტარები