პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურად დაბრუნება

ივანიშვილი 2015 წელს: მეორედ მოსვლას ვადარებ პოლიტიკაში ჩემს დაბრუნებას

ჩემი დაბრუნება, რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი, თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და ღმერთმა ნუ ქნას დადგეს. მეორედ მოსვლას ვადარებ ჩემს მოსვლას. თუ რაღაც უბედურება დატრიალდა საქართველოში. ერთ-ერთმა ექსპერტმა ბრძანა, რომ მას არ უყვარს პოლიტიკაში ყოფნა და იმიტომ წავიდაო. მე საერთოდ არ მიყვარდა საჯაროობა, მაგრამ რომ დასჭირდა ქვეყანას, მოვედი. მოვედი ყველაზე რთულ დროს და დრეს რა შემიშლის ხელს, თუ ამის აუცილებლობა დადგება, როდესაც გაცილებით იოლი და მარტივია ხელისუფლებაში ყოფნა.

ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა 2015 წლის 28 იანვარს ტელეკომპანია იმედის ეთერში, პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ კითხვის საპასუხოდ გააკეთა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გახდება.

კომენტარები