საბჭოთა კავშირი

NDI: მოსახლეობის 42% ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო

AP Photo

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2018 წლის მარტი-აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. NDI-იმ მოსახლეობას კითხვა საბჭოთა კავშირის დაშლის შესასებაც დაუსვა. მოსახლეობის 43%-ის აზრდით კავშირის დაშლა საქართველოსთვის დადებითი მოვლენა იყო, ხოლო 42% კი საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად აფასებს.


ფოტო: NDI

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები