მხოლოდ პოზიტიურად ვაფასებ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების ფაქტს. ბოლო 2 წლის მანძილზე ჩემს არაერთ საჯარო გამოსვლაში იყო მოწოდება, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებულიყო პოლიტიკის სივრცეში. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთის მხრიდან არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი დამთავრდება, რაც აშკარად გვაზიანებდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის შიგნით ბიძინა ივანიშვილის სახელით სპეკულაციები დასრულდება. ეს ნიშნავს იმას, რომ "რაღაცა უბედურება" ხდება, რომლის შესაჩერებლადაც ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში შემოდის. ზუსტად ეს ტერმინი გამოიყენა, როცა მიდიოდა - რაღაცა უბედურება უნდა მოხდეს, რომ იძულებული გავხდე პოლიტიკაში დავბრუნდეო. ეს ნიშნავს იმას, რომ შანსი ჩნდება - ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური ჩიხიდან და საერთო ძალებით დავიწყოთ საქართველოსთვის სასიკეთო და სასიცოცხლო საქმეების კეთება: ნაწილმა სახელისუფლებო პოზიციებიდან, ნაწილმა- ოპოზიციური ფლანგიდან, ნაწილმა საკუთარი პროფესიული სივრციდან და ნაწილმა - სახლიდანაც კი.
ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება
ინაშვილი: ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში "რაღაც უბედურების" შესაჩერებლად დაბრუნდა
tbl.ge/2w92
დაკოპირდა

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურ დაბრუნებაზე.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: ხელისუფლების შიდა დაპირისპირება ჩემი დაბრუნების ერთერთი მიზეზია
- ივანიშვილი: ჩვენი ოპოზიციის უღირს ნაწილს მხოლოდ ანტიდემოკრატიული რევანში სწყურია
- ივანიშვილი: მედიის თავისუფლების ზრდამ სიცრუის მანქანა დიდი სიმძლავრით აამუშავა
- ივანიშვილი: ის რაც ჭარბად გამაჩნდა, ხალხის ნდობა, საზოგადოებას უფრო სჭირდებოდა
- ხუხაშვილი ივანიშვილზე: მასწავლებელი დაბრუნდა რთულად აღსაზრდელთა კლასში