გარემოს დაცვა

სამინისტრო: პირველ კვარტალში გარემოსდაცვითი კანონდარღვევის 2 609 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 2 609 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2 532 ფაქტი, ხოლო სისხლის სამართლის 77 ფაქტი, რომელთა მასალებიც სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა. სამისნიტროს ინფორმაციითვე, 2018 წლის 01 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 1 261 919 ლარი შეადგინა.

"ამავე პერიოდში გამოვლენილი გარემოსდაცვითი დანაშაულებიდან, დაფიქსირდა ტყის კანონმდებლობის დარღვევის - 530 ფაქტი, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის - 407 და სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის - 270 ფაქტი, რაც ჯამურად, საერთო გამოვლინებების 46%-ს შეადგენს. პირველ კვარტალში, ამოღებულია 2 565 მ3-მდე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და 75 ერთეული არარეგისტრირებული (უკანონო) მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქრო. საერთო სტატისტიკის 18%-ს შეადგენს წიაღის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები - 484 ფაქტი და 14%-ს ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები - 355 ფაქტი. ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 155 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო თევზჭერის/ნადირობის წესების დარღვევის - 182 ფაქტი. დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წყლის კანონმდებლობის დარღვევის - 98 ფაქტი გამოავლინეს, მიწის კანონმდებლობის დარღვევის - 51 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო ნებართვის პირობების დარღვევის/ნებართვის გარეშე საქმიანობის - 22 ფაქტი, სხვა დარღვევებმა საერთო სტატისტიკის 3% (55 ფაქტი) შეადგინა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე - 153, მიმდინარე წლის 01 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, 2175 ზარი შემოვიდა. გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევის თაობაზე 541 შეტყობინება დაფიქსირდა და გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, 2018 წლის პირველ კვარტალში, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების დარღვევა 12 მნიშვნელოვან ობიექტზე დააფიქსირეს,  გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობას 16 მსხვილი ობიექტი ახორციელებდა, ხოლო თევზის გადამამუშავებელი 4 საწარმო გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა. აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის  მუშაობის აქტიურობა 2018 წელს 41%-ით გაიზარდა, ვინაიდან 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში (იანვარი, თებერვალი, მარტი) გამოვლენილია გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 1534 ფაქტი." - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები